Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

goris xorci

რატომ არ ვჭამთ ღორის ხორცს?

 
 
 


კითხვა: რას გვეტყვით ღორის ხორცის შესახებ. როგორია ამ საკითხისადმი სხვადასხვა კონფესიების და კონკრეტულად ისლამის ხედვა?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ღორის ხორცის შესახებ სხვადასხვა კონფესიებს თუ გადავხედავთ ზეციური რელიგიების გარდა თითქმის არცერთ რელიგიაში არ გვხვდება მსგავსი აკრძალვა, თუ არ ჩავთვლით იმ რელიგიებს, რომლებისთვისაც ვეგეტარიანობაა დამახასიათებელი. რათქმაუნდა ამას ვერ ჩავთვლით ღორის ხორცის აკრძალვად. ღორის ხორცის აკრძალულადაა გამოცხადებული ისლამის წინანდელ ზეციურ წერილებში, მაგალითად ძველ აღთქმაში, რომელიც როგორც იუდეველებისთვის ასევე ქრისტიანებისთვისაც წმინდა წიგნად ითვლება:

ღორი რომელსაც ჩლიქი გაპობილი აქვს, მაგრამ არ იცოხნის, უწმინდურია თქვენთვის. (ლევიანნი, 11/7.)

ღორი ჩლიქგაპობილია, მაგრამ არ იცოხნება, უსურმაგია იგი თქვენთვის. ნუ შეჭამთ მათ ხორცს და მათ ლეშსაც ნუ მიეკარებით. (მეორე რჯული, 14/8.)

ჭამს ღორის ხორცს და მურდარი შეჭამანდი უდგათ ჭურჭლებში. (ესაია, 65/4.)

ისინი, ვინც იწმინდებიან და სუფთავდებიან საკერპო ჭალებში შესასვლელად, სადაც ერთმანეთის გვერდით მდგარნი ჭამენ ღორის ხორცს, უსურმაგას და თაგვებს, ერთიანად დაიღუპებიან, ამბობს უფალი. (ესაია, 66/17.)

როგორც ერთ-ერთ ზეციურ რელიგია იუდაიზმის წმინდა წიგნში ასევე ისლამის წმინდა წიგნშიც გამოხატა უფალმა თავისი ნება და თავის მსახურთ ღორის ხორცი და საერთოდ ღორის პროდუქტები აუკრძალა. ამ თემასთან დაკავშირებით უზენაესი ალლაჰი, წმინდა ყურანის აიათების საშუალებით ასე მოგვმართავს:

ჰოი თქვენ, რომელთაც იწამეთ! ჭამეთ, რაც რამ კარგია საზრდოდ მოგანიჭეთ, და მადლი შესწირეთ ალლაჰს, თუ კი მასა სცემთ თაყვანს. მან მხოლოდ ლეში, სისხლი და ღორის ხორცი აგიკრძალა თქვენ და ის, რაზეც ალლაჰის სახელი არ თქმულა (დაკლისას). (სურა ბაყარა, 172-173- აიათი.)

აკრძალულია თქვენთვის ლეში, სისხლი და ღორის ხორც და ის, რაზედაც ალლაჰის სახელი არ თქმულა (დაკლისას), და დახრჩობილი, და დარტყმით მოკლული, და დაცემისაგან მკვდარი, და რქის რჩოლისაგან, და რასაც ნადირი ჭამდა, - იმის გარდა, თუკი თქვენ დაკლავთ წესისამებრ, - და კერპთა სამსხვერპლოზე დაკლული; და ისიც, - რომ ისრებით გაინაწილოთ; უწმინდურებაა ეს ყველაფერი. (სურა მაიდე, 3- აიათი.)

(მუჰამმედ) თქვი რომ, რაც მე ზემომევლინა მათ შორის ვერ ვხედავ, ისეთ საკვებს რომელიც ჰარამია. არდა ლეშის, დაღვრილი სისხლის, უწმინდური ღორის ხორცის და ალლაჰის გარდა სხვაზე მსხვერპლად შეწირულისა. (სურა ენამ, 145- აიათი.)

ალლაჰმა მხოლოდ, ლეში, სისხლი, ღორის ხორცი და ლლაჰის გარდა სხვისი სახლით დაკლული აგიკრძალათ. (სურა ნაჰლ, 115- აიათი.)

როგორც ვხედავთ ზემოთ მოყვანილ აიათებში ლეში, სისხლი და ღორის ხორცი ერთ ჩამონათვალშია მოხსენებული, რაც მის უსუფთურობასა და ადამიანისთვის საკვებად უვარგისობაზე კიდევ ერთხელ გვაფიქრებს.

ორი რომ ბინძური ცხოველია და ყოველგვარი კომუნალური ნარჩენები, რომ მისთვის საკვები და საზრდო წყაროს წარმოადგენს, ეს ფაქტი არავისთვის უცხო არ არის. აქედან გამომდინარე არც ყურანის ძირითადი პრინციპი არ უნდა დაგვავიწყდეს სიკეთის ბრძანება და ბოროტების აკრძალვა. ღორის ხორცი, რომ მაღალი დოზით ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, ეს ფაქტი ღმერთმა ჩვენზე უკეთ იცის. რადგანაც მან გააჩინა ადამიანიც და ღორიც. ამიტომაც ალლაჰი წმინდა ყურანში სუფთა და ჩვენთვის სასარგებლო პროდუქტების მიღებას გვირჩევს; ხოლო უწმინდურსა და ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოს გვიკრძალავს:

შუამავალი მათ სიკეთეს უბრძანებს; ბოროტებას უკრძალავს, სუფთა რამეებს ჰალალად; უწმინდურებს არამად უწესებს.“ (სურა არაფ, 157- აიათი.)

ჰოი შუამავალო! ჭამეთ ის, რაც სუფთაა და სიკეთე ჰქმენით. ჭეშმარიტად მე ვიცი რასაცა იქმთ. (სურა მუმინუნ, 51-აიათი.)

ჭამეთ რაც სუფთაა და სარჩოდ გიწყალობეთ. (სურა ტაჰა, 81-აიათი.)

ამგვარად ზემოთ მოყვანილი აიათების მეშვეობით ცხადი ხდება, თუ როგორია ყურანის დამოკიდებულება ღორის ხორცთან დაკავშირებით. ახლა მოდით განვიხილოთ ალლაჰის შუამავალის მუჰამმედ (..)-ის ჰადისები რომლებიც ყურანის შემდეგ ყველაზე ძლიერი წყაროა ისლამში, რაც საბოლოოდ გვიჩვენებს ისლამის დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჯაბირ ბინ აბდულლაჰის გადმოცემით ალლაჰის შუამავალმა ასე ბრძანა: ჭეშმარიტად ალლაჰი და მისი შუამავალი ღვინით, მკვდარი ცხოველის ხორცით, ღორის ხორცით და კერპებით ვაჭრობას გიკრძალავთ. (ბუჰარი.)

ჰუზეიფე ბინ იემანისგან: ღვინით მოვაჭრე, ღვინის მსმელივითაა. ღორის შემნახველი, მისი ხორცის მჭამელივითაა. თქვენს მონებთან შეთანხმება გააკეთეთ და ყურადღება მიაქციეთ გადასახადი საიდან მოაქვთ, რადგან ჰარამით ნასაზრდოები სხეული სამოთხეში ვერ შევა.

როგორც ვხედავთ შუამავალის ჰადისებიც ჩვენთვის კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ ფაქტს რომ ღორის ხორცის ჭამა და საერთოდ ღორის შენახვა და მისით ვაჭრობაც კი აკრძალულია. ასევე ჩვენთვის ფრიად საყურადღებოა ზემოთ მოყვანილი ჰადისი, რომელშიც შუამავალი ბრძანებს, რომ სხეული რომელიც ჰარამით იკვებება, სამოთხეში ვერ შევა. ალლაჰის შუამავალი ერთ სხვა ჰადისში გვეუბნება, რომ ჰარამი საკვები ასევე აბრკოლებს ვედრების ახდენას. ალლაჰის შუამავალმა თავის მეგობრებს მოუთხრო ერთი კაცის შესახებ, რომელმაც ხელები ცისკენ აღეპყრო და ღმერთს ევედრებოდა. შუამავალმა ასე თქვა: ‘ეს კაცი ჰარამს ჭამს, ჰარამს სვამს და ჰარამით იმოსება. ჰარამით გამოკვებილი ვინმეს ვედრება როგორ ასრულდება? (ბუჰარი, თირმიზი, აჰმედ ბინ ჰანბელი.)

ცოტაც ღორის ბუნებაზე და მისი ხორცისთვის დამახასიათებელ თვისებებზეც ვისაუბროთ. ღორი რომ ბინძური ცხოველია და მისთვის ყოველგვარი ბინძური გარემო და საკვები, რომ საწუნარი არ არის ყველასათვის ცნობილია. ბუნებაში ყველა ცხოველისთვის დამახასიათებელია სისუფთავე, რაც კანის, ბეწვისა და ქურქის დასუფთავებით გამოიხატება. სამყაროში ძალიან იშვიათია ისეთი ცხოველები რომელიც ერთგვარ ჰიგიენას არ იცავდეს და პერიოდულად არ ზრუნავდეს საკუთარი სხეულის სისუფთავეზე, მაგრამ ღორი ამ უმრავლესობის ის გამონაკლისია, რომლისთვისაც სისუფთეც და სიბინძურეც სულერთია. ცხოველების უმრავლესობა ყნოსვით არჩევს საკვების ვარგისიანობას ან უვარგისობას და ყოველი ცხოველისთვის არსებობს საკვებთა კატეგორიები რომლებსაც მიირთმევენ ან არ მიირთმევენ. მაგრამ ღორებისთვის მსგავსი კლასიფიკაცია არ არსებობს ისინი ერთგვარი კომუნალური ნარჩენების გადამამუშავებელ-გამსაღებელი მანქანებივით არიან. შესაბამისად ზემოთ ჩამოთვლილი ყოველი მაგალითისა მათი ხორცი გამოირჩევა მაღალი დოზის მომწამლავი ტოქსინების შემცველობით, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. როგორც სარწმუნოების ისე მედიცინის მხრივ საკვებ პროდუქტს რომელსაც ხორცი წარმოადგენს თუკი ერთის მხრივ დადებითი თვისებების ატრიბუტია უარყოფითი თვისებსბის გამომჟღავნებაში არაფერი უშლის ხელს განსაკუთრებით, თუ მისი გამოყენება თავისივე ცხიმთან ერთად ხდება. ყველაზე დიდ პრობლემას, ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტად ისევ და ისევ ღორის ხორცი წარმოადგენს.&ნბსპ; ღორის ხორცის ცხიმის მდგრადობა ორჯერ უფრო მეტი მოცულობის არის ვიდრე დანარჩენი ცხოველური ხორცი და ამასთანავე ორჯერ მეტი მავნე ნივვთიერების მატარებელია, რომელსაც მავნე ნივთიერების გავრცელების სწრაფი უნარი აქვს. ღორის ხორცის საკვებად მიღების შემთხვევაში ორგანიზმში მავნე ფუნქციის გააქტიურებას აწარმოებს, დიდად აზიანებს კუჭნაწლავისა და მონელების ფუნქციას, რომელიც ორგანიზმის მთავარი გადამამუშავებელი ფაბრიკაა. ღვიძლის დაზიანებისა და უკმარისობის შემთხვევაში არასასურველი დაავადებები იჩენს თავს.

ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

09-06-2011 კონია


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol