Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

dasashvebia tu ara hamaili

დასაშვებია თუ არა ჰამაილი?

 
 
 

 

      კითხვა: როგორია ისლამის სწავლულთა შეხედულება ჰამაილის შესახებ?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ჰამაილი არის ყურანის აიათებით ან ჰადისებში მოცემული ლოცვებით დაწერილი თილისმა, რომელსაც ხალხში გავრცელებული რწმენის მიხედვით თვალის, უჟმურის, ენა-ყბის და მსგავსი სიავეებისგან დაცვა შეუძლია. მინდა თქვენი კითხვის პასუხად ციტირება მოვახდინო შეიხი იუსუფ ალ-ყარდავის მოცულობით პატარა თუმცა მნიშვნელობით დიდი მნიშვნელობის მქონე წიგნიდან, სადაც თავჰიდის ჭეშმარიტებას განიხილავს:

ამ საკითხთან დაკავშირებით სწავლულთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა. მათგან ზოგი ჰამაილზე ნებას რთავს, ზოგი კი კრძალავს. ქვემოთ მოყვანილ არგუმენტებზე დაყრდნობით ჩვენც იმ აზრს ვიზიარებთ, რომ თუნდ ყურანის აიათებისგან შედგებოდეს, ჰამაილის გამოყენება მაინც მიუღებელია:

1. თილისმისა და ღილების ამკრძალავი ჰადისები ყველა ზოგადია და ჰამაილის სახით არანაირი გამონაკლისი არაა დაშვებული.

2. სიავისკენ მიმავალი გზების გაუქმება ისლამის ძირითად პრინციპია. ყურანის აიათებით დაწერილ ჰამაილის ტარებას თუ დავუშვებთ ეს სხვა რამეების ტარებასაც გაუხსნის კარს. ბოროტებისკენ მიმავალ კარს ერთხელ თუ გავხსნით მას ვერასდროს ვეღარ დავკეტავთ.

3. ეს ყურანის სიბინძურესა და უწმინდურ ადგილებში მოხვედრას შეუწყობს ხელს. რადგან ვინც ამას ატარებს საპირფარეშოში ყოფნისას ან სქესობრივი ცხოვრების დროსაც თან იქონიებს. ეს კი ყურანის უპატივისცემულობაა.

4. უზენაესმა ალლაჰმა ყურანი  ადამიანებს ჭეშმარიტების გზის მაჩვენებლად მოუვლინა და არა ქალებისა და ბავშვების კისერზე ჩამოსაკიდებ თილისმად. ასეთი საქციელი იმაზე მეტყველებს, რომ ამ ხალხმა ყურანი სათანადოდ ვერ შეაფასეს და ვერ გაიგეს მისი დანიშნულება.[1]

ისლამის სწავლულთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ყურანის აიათებით დაწერილი ჰამაილის ტარება მოუწონარი საქციელია. ამ აზრს ამყარებს ის გარემოებაც, რომ მუჰამმედ შუამავალსა (...) და მის საჰაბეებს (..) არანაირი თილისმა, ჰამაილი და მსგავსი რამ არ გამოუყენებიათ. უზენაესი ალლაჰი წმინდა ყურანში ბრძანებს:

وَإِن يَمْسَسْكَ اللَّهُ بِضُرٍّ فَلَا كَاشِفَ لَهُ إِلَّا هُوَ ۖ وَإِن يَمْسَسْكَ بِخَيْرٍ فَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ

ალლაჰმა თუ განსაცდელში ჩაგაგდო, იქედან მის გარდა ვერავინ ვერ გიხსნის. თუ სიკეთე გიბოძა სხვა მას ვერ დააბრკოლებს. ის ყოვლისშემძლეა.(ენამ, 6/17)

უმჯობესია ეგ აიათები წაიკითხოთ და ღმერთს შველა  შესთხოვოთ, ვიდრე ისე საგულდაგულოდ შეფუთოთ იგი, რომ წყლისა და ჰაერისთვისაც მიუწვდომელ ადგილას დაატუსაღოთ, მხოლოდ იმისთვის, რომ კისერზე გეკეთოთ.

წარმატებას მხოლოდ ალლაჰის დახმარებით ვეწევით, დიდება მას და მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალს!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

10 რამაანი 1434/18.07.2013 კონია

 



[1] იუსუფ ალ ყარდავი, მონოთეიზმის ჭეშმარიტება, გვ. 45. ქართული თარგმანი.

 

Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol