Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

manikurit abdesis ageba

მანიკურით აბდესის აღება

 
 
 

კითხვა: შეიძლება თუ არა აბდესის აღების შემდეგ სუფთა ფრჩხილზე მანიკური წავისვა და ამის შემდეგ სხვა ნამაზისთვის ისე ავიღო აბდესი, რომ ფრჩხილზე ლაქა არ მოვიცილო? ასეთი აბდესით ლოცვა ჩამეთვლება თუ არა ანუ ალლაჰი მიიღებს თუ არა ასე შესრულებულ ნამაზს?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ნამაზის შესასრულებლად აბდესის აღება ფარძია. აბდესს აქვს ოთხი ძირითადი პირობა, რომელთა მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობა უაბდესობის ტოლია. ამ ოთხი აუცილებელი პირობიდან ერთ-ერთი არის ხელების დაბანა. ხელების დაბანაში იგულისხმება, დასაბანი ადგილის სრულად და უშუალოდ წყალთან შეხება, დასველება და ჩამობანა. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

„ჰოი თქვენ მორწმუნეებო! როდესაც ნამაზზე დადგებით, დაიბანეთ სახეები და ხელები იდაყვებამდე, თავებზე ჩამოისვით (სველი ხელი) და ფეხები კოჭებამდე (დაიბანეთ).“ (მაიდე, 5/6.)

ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ მანიკური ფრჩხილზე ქმნის ლაქის ერთგვარ ფენას, რომელიც წყალგაუმტარია. ასეთი წყალგაუმტარი ფენა ხელს უშლის ფრჩხილის დასველებას, რაც აიათში მოცემული ბრძანების სრულ შესრულებად ვერ ჩაითვლება. უაბდესოდ შესრულებული ნამაზი კი ყველა შემთხვევაში მიუღებელია.

აბდესის აღების შემდეგ ფრჩხილზე მანიკურს თუ წაისმევთ, ეს აბდესს არ მოშლის, ასე ლოცვაც შეიძლება და სხვა ღვთიმსახურებების შესრულებაც, რომელთა შესასრულებლადაც აბდესი აუცილებელია. მაგრამ ხელმეორედ აბდესის აღების შემთხვევაში ფრჩხილიდან ლაქის მოცილება აუცილებელია.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

04.08.2016 ოზურგეთი

 

Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol