Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

akrzalulia tu ara romelime xis sesad gamoyeneba

ისლამი კრძალავს თუ არა რომელიმე ხის შეშად გამოყენებას?

 
 
 

 

კითხვა: ძველები ამბობდნენ, რომ არის ხის ზოგიერთი სახეობები, რომლის დაწვა ცოდვააო. ასეთი რამე არის ისლამში?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

მსგავსი რამ მეც ხშირად მსმენია უფროსი თაობებისგან. მაგალითად ვერხვისა და ბალის ხის დაწვა ცოდვააო. თუმცა მსგავსი შეხედულებები, რომლებიც ისლამის ძირითად წყაროებში ანუ ყურანსა და სუნნეთში არ მოიპოვება ცრუ რწმენას წარმოადგენს და უნდა მოვერიდოთ. ისლამში არ არისებობს აკრძალვა კონკრეტული ხის ჯიშის შეშად გამოყენებაზე და არცერთი ხის შეშად გამოყენება ცოდვა არ არის.

აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მოკლედ და ზოგადად აღვწერო შეშის მოჭრისა და მისი დამზადების პირობები, რომლის ნორმებიც ისლამის ძირითადი პრინციპებიდან ამოდის და გათვალისწინებას საჭიროებს.

Ø  არ უნდა მოვჭრათ ისეთი ჯიშის ხეები, რომლებიც იშვიათია და გადაშენების პირას დგას.

Ø  ხე არ უნდა მოვჭრათ ისეთ ადგილას სადაც მას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი პოზიცია უჭირავს. მაგალითად ქარსაფარი, მეწყერსაშიში და საკურორტო ზონები. ან კიდევ გზის პირას მყოფი ხეები, რომლის ჩრდილშიც მგზავრები ისვენებენ ან მოსაცდელის როლს ასრულებს.

Ø  არ უნდა მოვჭრათ მსხმოვიარე ხილის ხეები, რომლითაც ხალხი სარგებელს ღებულობს.

ღმერთო შეგვაგნებინე მართალი მართალად და ნუ გვაშორებ სიმართლეს. ღმერთო შეგვაგნებინე ბოროტი ბოროტად და შორს გვამყოფე მისგან!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

13-09-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol