Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

saflavebis amagleba da suratebis daxatva

საფლავების ამაღლება და სურათების დახატვა

 
 
 

კითხვა: რას ამბობს ისლამი ამაღლებულ საფლავებზე და გარდაცვლილის სურათის ხატვაზე?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ისლამი მიცვალებულებისა და მათი საფლავების პატივისცემას გვავალებს. მიცვალებულს ისე უნდა ვცეთ პატივი, როგორც ცოცხალს. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ერთ-ერთ ჰადისში ბრძანებს:

„მიცვალებულის ძვლების დამტვრევა ისეთივე ცოდვაა, როგორც ცოცხალი ადამიანის ძვლების დამტვრევა.“ (აბუ დავუდ, 3207; იბნი მაჯე, 1616.)

ჩვენი რჯული, როგორც სხვა დანარჩენ საკითხებში ასევე მიცვალებულებზე და მათ საფლავებზე პატივისცემის საკითხშიც ზომიერებისკენ მოგვიწოდებს. ისლამი კრძალავს ყოველგვარ სიჭარბესა და უსარგებლო საქმეებს. მაგალითად საფლავები სასახლეებს არ უნდა დავამსგავსოთ, მასზედ მავზოლეუმები ან სამლოცველოები არ უნდა ავაგოთ, მათ მიმართ ნამაზი არ უნდა შევასრულოთ და ა.შ.

მიცვალებული ღირსეულად უნდა დაიკრძალოს, საპატიო ადგილას, ისე რომ დაცული იყოს გარემოც და მიცვალებულის ცხედარიც. ამასთანავე მისი საფლავი მოკრძალებული უნდა იყოს. საფლავი თავის ბუნებრივ სიმაღლეზე უფრო მეტად არ უნდა ავამაღლოთ და ძვირფასი სამშენებლო მასალებით არ უნდა ავაშენოთ. საფლავის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 15-20 სმ სიმაღლეს. დაცული უნდა იყოს საფლავის მთავარი პრინციპი, ის უნდა იყოს საცნობი ადგილი, რომ არ დაიკარგოს ან ფეხქვეშ არ გაითელოს და ამის უზრუნველსაყოფად მხოლოდ იმდენი მასალა უნდა გამოვიყენოთ, რაც საკმარისი იქნება, რომ ამ ადგილს საფლავის ფორმა მიეცეს. სწვალულთა უმრავლესობა დასაშვებად მიიჩნევს საფლავზე გარდაცვლილის სახელ-გვარისა და მისი დაბადება-გარდაცვალების თარიღების მითითებას. ასეთი საქციელი ხელს შეუწყობს საფლავის ამოცნობას, რაც უდავოდ სასარგებლო ღონისძიებაა. სამწუხაროდ, დღეს ხალხი საფლავების მოპირკეთების საქმეში გადაჭარბებული ხარჯვითა და ერთმანეთზე ბაძვით არიან დაკავებულნი. ასეთი საქმით მხოლოდ იმას ადასტურებენ თუ ვის რამხელა ფინანსური შესაძლებლობა გააჩნია და ამით თავს იწონებენ ხალხის თვალში. მიცვალებულისთვის არანაირი სარგბელეი არ მოაქვს ძვირადღირებული ქვებითა და სხვა მეთოდებით გამდიდრებულ და გაწყობილ საფლავებს. მიცვალებულისთვის უკეთესი იქნება თუ მისი საფლავი მოკრძალებული იქნება და აქ დახარჯულ ფულს მისი სულისთვის ღარიბებსა და უპოვრებს დავურიგებთ.

რაც შეეხება საფლავებზე სურათებისა და ძეგლების აღმართვას, ისლამში მსგავსი საქციელი აკრძალულია. სწორედ საფლავებზე აგებული ძეგლების მიმართ გადაჭარბებული პატივისჩემისა და მოწიწების შედეგად იწყეს კერპთა მიმართ თაყვანის ცემა, ვინც პირველად კერპეთაყვანისმცემლობა წამოიწყეს. ასეთი საქციელი ჰარამია. როგორც ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს ისეთ ადგილებში ანგელოზები არ შედიან, სადაც სურათები და ძეგლებია განლაგებული. მსგავსი ცოდვებისგან ალლაჰს მფარველობას შევთხოვთ.

ღმეთო შეგვაგნებინე მართალი მართალად და სიმართლით ცხოვრება გვარგუნე ჩვენ; ღმერთო შეგვაგნებინე ბათილი ბათილად და მისგან შორს დგომა გვარგუნე ჩვენ!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

26-12-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol