Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

bavshvis shvilad ayvana

ბავშვის შვილად აყვანა

 
 
 



კითხვა: მოგესალმებით! მუსლიმმა ბავშვი რომ აიყვანოს (იშვილოს) და შვილივით აღზარდოს თუ შეიძლება? თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა საკუთარი შვილი ჰყავს?

პასუხი: ალეიქუმ სალამ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

მზრუნველობა მოკლებული, ობოლი, მიტოვებული ან გაჭირვებული აჯახის მცირე წლოვანი ბავშვების უანგაროდ აყვანა, აღზრდა და მათზე მზრუნველობა რათქმაუნდა კარგი და სამადლო საქმეა. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„ვინც ობოლის მზრუნველობას იკისრებს, ის სამოთხეში ჩემთან ისე ახლოს იქნება, როგორც საჩვენებელი და შუა თითებია ერთმანეთთან ახლოს.“ (ბუხარი, ედებ 24; მუსლიმ, ზუჰდ 42.)

რაც შეეხება შვილად აყვანის საკითხს, რომელიც ბავშვის საკუთარ გვარზე გატარებასა და შვილად გაცხადებს გულისხმობს, ისლამი ასეთ საქმეს კრძალავს. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

(შვილობილები) მოიხსენეთ თავიანთი მამების სახელით, ეს ალლაჰის წინაშე უფრო სამართლიანია. და თუ არ იცოდეთ მათი მამები, ისინი რჯულით ძმები და მეგობრები არიან თქვენი. (აჰზაბ, 33/5.)

როგორც უზენაესი ბრძანებს ბავშვი ყოველთვის უნდა მივაწეროთ თავის მამას, მნიშვნელობა არააქვს ვინ აღზარდა და ვის ოჯახში გაიზარდა. ყველა ბავშვს უფლება აქვს იცოდეს თავისი მშობლების ვინაობა და წარმომავლობა. თუ მშობელთა ვინაობა გაურკვეველია, მაშინ ისინი უნდა მივიღოთ ისე, როგორც ძმები და მეგობრები. არავის აქვს იმის უფლება, რომ სხვისი ბავშვი საკუთარ შვილად გამოაცხადოს.

ოჯახში აღსაზრდელად ბავშვის აყვანის თემას თან ახლავს შემდეგი გარემოებები, რომელიც თავიდანვე გათვალისწინებასა და შესაბამისად მოქმედებას მოითხოვს:

1.                  ბავშვისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ ის ხალხი ვის ოჯახშიც იზრდება მისი ბიოლოგიური მშობლები არ არიან.

2.                  ბავშვი როდესაც ზრდასრული გახდება თუ ბიჭია აღმზრდელი ქალი მასთან ისე ვერ იქნება, როგორც დედა. ამ ქალმა მის წინაშე ჰიჯაბით უნდა შეიმოსოს და ისეთი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, როგორც უცხო მამაკაცთა. თუ აღსაზრდელი ბავშვი გოგოა, ზრდასრულობის შემდეგ მისი აღმზრდელის ქმართან ჰიჯაბით უნდა შეიმოსოს და ისეთი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, როგორც უცხო მამაკაცთან. იგივენაირი დამოკიდებულება უნდა იქონიონ ამ ცოლ-ქმარის შვილებთანაც. ამ სიტუაციას მხოლოდ ის შემთხვევა გამორიცხავს თუ ბავშვი 2.5 წლამდე ასაკში აღმზრდელმა ძუძუ აწოვა და თავისი რძით გამოკვება. ძუძუს წოვების შემდეგ ცოლიც და ქმარიც დედობილ-მამობილია და მაჰრემად ითვლება. ასევე ამ ცოლ-ქმარის შვილებიც მისთვის დობილ-ძმობილები არიან და მათშორის ქორწინება სამუდამოდ ჰარამია.

3.                  ასეთი მეთოდით აყვანილი ბავშვი მისი აღმზრდელის კანონიერ მემკვიდრედ არ ითვლება. აღმზრდელს შეუძლია სიცოცხლეშივე ან ანდერძის მეშვეობით თავისი ქონებიდან ნაწილი აჩუქოს ამ ბავსვს, რომლის რაოდენობაც არ აღემატება ქონების 1/3-ს.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

29.09.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol