Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

islami warsulshi chadenil codvebs washlis

ისლამი წარსულში ჩადენილ ცოდვებს წაშლის

 
 
 



კითხვა: გამარჯობათ. მე ვარ ქრისტიანი, მყავს მუსლიმანი მეუღლე, ვკითხულობ ყურანს და ვემზადები იმისთვის, რომ ერთ დღეს მეც გავხდე მუსლიმი, ინშალლაჰ! ჩემი კითხვა ასეთია: როგორც ვიცი, ისლამის მიღების შემდეგ უზენაესი ალლაჰი წარსულში ჩადენილ ცოდვებს მომიტევებს, ეს აბსოლიტურად ყველა ტიპის ცოდვებს ეხება თუ არა? დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი: გამარჯობა.

დიება ალლაჰს, რომელიც სწორ გზაზე დამდგენია და რომელმაც თქვენს გულს ისლამის სიყვარული უწყალობა!

ისლამი ყველა ცოდვას წაშლის და გააუქმებს, რაც ისლამის მიღებამდე წარსულში გქონდათ ჩადენილი. ისლამის მიღებით ადამიანი ახალშობილს ემსგავსება, რომელიც თავის ცხოვრებას ახალი და სუფთა ფურცლით იწყებს. ეს თქვენ დიდ ბედნიერებას მოგანიჭებთ, როდესაც თქვენ გადმოგეცემათ ახალი და სუფთა ფურცელი, რომელსაც მხოლოდ კეთილი საქმეებით შეავსებთ. უზენაეს ალლაჰს შევთხოვ, რომ ძალიან მალე მოგანიჭოთ ეს ბედნიერება.

რაც შეეხება ცოდვების პატიების საკითხს, ეს საკითხი ძალიან ბევრი არგუმენტით არის გამყარებული. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

قُلْ لِلَّذِينَ كَفَرُوا إِنْ يَنْتَهُوا يُغْفَرْ لَهُمْ مَا قَدْ سَلَفَ

უთხარი, რომელთაც უარყვეს (ისლამის ჭეშმარიტება): თუ ისინი შეწყვეტენ (ურწმუნოობას), მიეტევება მათ რაც წარსულში იყო. (ენფალ, 8/38.)

მუსლიმი საჰიჰ ჰადისთა კრებულში ამრ ბინ ალ-ასისგან (რ.ა.) გადმოგვცემს:

لَمَّا جَعَلَ اللَّهُ الإِسْلامَ فِي قَلْبِي أَتَيْتُ النَّبِيَّ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ ، فَقُلْتُ : ابْسُطْ يَمِينَكَ فَلأُبَايِعْكَ . فَبَسَطَ يَمِينَهُ ، قَالَ : فَقَبَضْتُ يَدِي . قَالَ : مَا لَكَ يَا عَمْرُو ؟ قَالَ : قُلْتُ : أَرَدْتُ أَنْ أَشْتَرِطَ . قَالَ : تَشْتَرِطُ بِمَاذَا ؟ قُلْتُ : أَنْ يُغْفَرَ لِي . قَالَ : أَمَا عَلِمْتَ أَنَّ الإِسْلامَ يَهْدِمُ مَا كَانَ قَبْلَهُ .

„როდესაც უზენაესმა ალლაჰმა გულში ისლამი ჩამინერგა, მე მივედი ალლაჰის შუამავალთან (ს.ა.ა.) და ვუთხარი: გამომიწოდე მარჯვენა, რათა ერთგულება შემოგფიცო. მან გამომიწოდა მარჯვენა. მე ხელში ავიღე მისი მარჯვენა, მან კი მითხრა: რას ითხოვ ამრ? მე მინდა რომ პირობა წამოგიყენო. მან მითხრა: რა პირობა? მე ვუთხარი: ჩემი პატიების პირობა. მან მითხრა: ნუთუ შენ არ იცი, რომ ისლამი წაშლის ყველაფერს (ყველა ცოდვებს), რაც მასზე წინ იყო.“ (მუსლიმ, 121.)

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

التَّائِبُ مِنْ الذَّنْبِ كَمَنْ لَا ذَنْبَ لَهُ

„ცოდვების მომნანიებელი ისეთივეა, როგორც უცოდველი.“ (იბნი მაჯე, 4250; ტაბერანი, მუ’ჯემუ’ლ-ქებიირ, 10281; აბუ ნუაიმ, ჰილიეთი’ლ-ევლია, 4/210; ბეიჰაყი, სუნენ, 20561.)

ეს ყველაფერი უზენაესი ალლაჰის ერთ-ერთი დიდი წყალობაა, რომელმაც სხვადასხვა საშუალებები დაუდგინა თავის მსახურებს, რათა მოინანიონ და განიწმინდონ ცოდვებისგან. ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება, რომ არ დააყოვნოთ ამ დიადი ნაბიჯის გადადგმა და მალე ეზიაროთ იმ ბედნიერებას, რასაც ახლად დაბადება და ახალი ცხოვრების დაწყევა ქვია. უზენაესმა ალლაჰმა გატაროთ ჭეშმარიტი გზით და მოგიტევოთ ყველა ცოდვები. ამინ!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

08.06.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol