Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

iaslogis wama ver movaswari

იასლოღის ჭამა ვერ მოვასწარი

 
 
 

კითხვა: სელამ ალეიქუმ! მე ექიმი ვარ, ღამე გამომიძახეს, როცა ჭამის დრო იყო, ოპერაციას ვაკეთებდი, წყალიც ვერ დავლიე. მარხვა არ დამირღვევია. ამ შემთხვევაში შემეძლო თუ არა რომ არ მემარხა და შემდეგ ამენაზღაურებია ეს ერთი დღე. ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცე?

პასუხი: ალეიქუმ სალამ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

რამადანის მთვარეში დღისით მარხვა უზენაესი ალლაჰის მიერ დაკისრებული ფარძია (სავალდებულო ღვთისმსახურება). უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا كُتِبَ عَلَيْكُمُ الصِّيَامُ كَمَا كُتِبَ عَلَى الَّذِينَ مِن قَبْلِكُمْ

„ჰოი თქვენ მოწმუნეებო! დაწერილია თქვენზე მარხვა ისე, როგორც დაწერილა თქვენს წინ მყოფებზე.“ (ბაყარა, 183.)

იასლოღის ჭამა კი სუნნეთია. სუნნეთის შეუსრულებლობა ფარძის შეჩერების საბაბი ვერ იქნება. ასეთ სიტუაციაში თქვენზე დღისით მარხვის ვალდებულება მაინც გრძელდება. მარხვას ჩვეულებრივი ნიეთით გააგრძელებთ. თუ დღის განმავლობაში კიდევ გექნებათ ოპერაცია და თქვენი უჭმელობის გამო პაციენტის ჯანმრთელობა სასიცოცხლო მნიშვნელობის რისკის ქვეშ აღმოჩნდება, ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიიათ მიირთვათ და სრული ყურადღებით შეუდგეთ ოპერაციას, რადგანაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია. შემდეგ ამ დღის სანაცვლოდ ერთ დღეს იმარხულებთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს მხოლოდ მაშინ არის დასაშვები თუ თქვენ გიხდებათ ოპერაციის ჩატარება და თქვენი უჭმელობის გამო არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ პაციენტის ჯანმრთელობა გაუარესდება ან მის სიცოცხლე რისკის ქვეშ აღმოჩნდება.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

20.06.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol