Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

hz huseintan ra kavshiri akvs ashuras

ჰზ. ჰუსეინის მკვლელობასთან რა კავშირი აქვს აშურას?

 
 
 

კითხვა: ჰზ. ალის შვილის ჰუსეინის (რ.ა.) მკვლელობასთან რა კავშირი აქვს აშურას?

პასუხი: ვადიდება ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ჰუსეინი (რ.ა.) შუამავლის შვილიშვილია. მისი სრული სახელია აბუ აბდულლაჰ ალ-ჰუსეინ ბინ ალი ბინ აბუ ტალიბ ალ-ყურეიში ალ-ჰაშიმი აშ-შაჰიდ. ჰიჯრეთის მეოთხე წელს შა'ბანის მთვარის მეხუთე დღეს დაიბადა (10/01/626) და ჰიჯრეთის სამოცდამეერთე წელს მუჰარრემის მთვარის მეათე დღეს ანუ აშურა დღეს (10/10/680)ქალაქ ქუფესკენ მიმავალი ქერბალას ველზე იმდროინდელი ხალიფას ჯარების ალყაში მოქცევისა და გაცხარებული ბრძოლის შედეგად შეჰიდი გახდა. მასთან ერთად დაიღუპნენ მისი ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები. ჰზ. ჰუსეინი (რ.ა.) არ აღიარებდა იეზიდის ხალიფობას, რის გამოც იეზიდი შიშობდა, რომ ქუფეში ჩასული ჰუსეინი  ხალხის მხარდაჭერას მოიპოვებდა და მის ხალიფობას საფრთხე შეექმნებოდა. იეზიდმა ამ მოტივით უბეიდულლაჰ ბინ ზიადის სარდლობით ჯარი გაგზავნა, რათა ჰუსეინი (რ.ა.) ქუფეში არ შეეშვათ ან ხალიფა იეზიდისათვის მორჩილების ფიცი აეღოთ მისგან. ჰზ. ჰუსეინმა (რ.ა.) იეზიდის ჯარისკაცებს არ ჩაბარდა, ამის შედეგად წარმოქმნილი შეხლა შემოხლა სისხლიან ბრძოლაში გადაიზარდა. ჰუსეინმა (რ.ა.) ჯერ თანმხლები მეომრები დაკარგა შემდეგ კი სინან ბინ ენეს ან-ნეჰაიმ შუბით ცხენიდან ჩამოაგდო, მასთან მიიჭრა და ჯერ თმები შემდეგ კი თავი მოკვეთა.

ეს ტრაგედია სწორედ 1335 წლის წინ აშურა დღეს მოხდა. ამ ტრაგედიამ დიდი მწუხარება და თავსატეხი გაუჩინა მუსლიმებს. რათქმაუნდა ყველა ჩვენგანს გული გვწყდება და ვერანაირ გამართლებას ვერ მოვუძებნით ამ საქციელს. ეს შემთხვევა ყოველი მუსლიმისთვის სამწუხარო, სატკივარი და სამგლოვიაროა, თუმცა ისლამში ნებისმიერ ფენომენს თავისებური შეფასება და სათანადო ნორმები გააჩნია, როგორც მწუხარებას ასევე სიხარულს. შიიტებისთვის ეს დღე გლოვისა და გოდების დღეა. გლოვა და მწუხარების გამოხატვა რათქმაუნდა კარგია, ეს ხომ უზენაესი ალლაჰის მიერ ბოძებული სიბრალულის გრძნობის ნაყოფია, რომელიც ადამიანებს გვახასიათებს. თუმცა ვერ დავეთანხმებით თვითგვემას, გოდებას, თავში ხელისცემას, თმების გლეჯასა და ლოყების ხოკვას. ეს ხომ შუამავალმა (ს.ა.ს.) აკრძალა. ჩვენ ამ დღეს შუამავლის სუნნეთის შესაბამისად ვემსახურებით და ვცდილობთ მარხვით გავატაროთ. ასევე ვწუხვართ ამ ტრაგედიის გამო და დაღუპულებს ალლაჰის რაჰმეთით ვიხსენებთ.

ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

22-10-2015 ბათუმი 


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol