Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

ertad locva ukeTesia tu cake-calke

ერთად ლოცვა უკეთესია თუ ცალკ-ცალკე?

 
 
 

 

კითხვა: სალამ ალეიქუმ!

შეიძლება თუ არა ერთ ჭერქვეშ ცალკ-ცალკე ლოცვა?

პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ!

ვადიდებს ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

როდესაც ორი და უფრო მეტი მუსლიმის ერთად ყოფნის დროს ფარძი ნამაზის დრო დადგება, მათ უნდა გაერთიანდნენ და ერთად შეასრულონ შესაბამისი დროის ფარძი ნამაზი. ლოცვების ჯგუფურად ანუ ჯამაათით შესრულება მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) მუდმივად შესრულებადი სუნნეთია, რომელსაც მისი უმმეთი იმ დროიდან დღემდე  მეჩეთებსა თუ სხვა ადგილებში უწყვეტლივ ასრულებენ. ფარძი ნამაზების ჯგუფურად ლოცვის მნიშვნელობაზე ყველა მეზჰები ერთიანად თანხმდება, მათშორის განსხვავება მხოლოდ მისი აუცილებლობის ხარისხშია. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ამბობს:

صَلاَةُ الْجَمَاعَةِ تَفْضُلُ صَلاَةَ الْفَذِّ بِسَبْعٍ وَعِشْرِينَ دَرَجَةً

„ჯამაათით შესრულებული ნამაზი ოცდაშვიდჯერ უფრო მეტად ძვირფასია, ვიდრე მარტოდ შესრულებული ნამაზი.“ (ბუხარი, ეზან, 30/645; მუსლიმ, მესაჯიდ, 42/650; ნესაი, იმან, 42/837; თირმიზი, სალათ, 47/215; იბნი მაჯე, მესაჯიდ, 16/789.)

إِنَّ صَلاَةَ الرَّجُلِ مَعَ الرَّجُلِ أَزْكَى مِنْ صَلاَتِهِ وَحْدَهُ وَصَلاَتُهُ مَعَ الرَّجُلَيْنِ أَزْكَى مِنْ صَلاَتِهِ مَعَ الرَّجُلِ وَمَا كَثُرَ فَهُوَ أَحَبُّ إِلَى اللَّهِ تَعَالَى

„უეჭველად ერთი კაცის მეორე კაცთან ერთად შესრულებული ნამაზი უფრო უკეთესია, ვიდრე მარტოდ შესრულებული ნამაზი. ორ კაცთან ერთად შესრულებული ნამაზი უფრო უკეთესია, ვიდრე ერთ კაცთან ერთად. რაც უფრო მეტია მლოცველთა რაოდენაბო მით უფრო მოსაწონია ალლაჰის წინაშე.“ (აბუ დავუდ, სალათ, 48/554.)

ვინც უმიზეზოდ უარს ამბობს ჯამაათით ლოცვაზე და მარტოდ ლოცულობს, მისი ლოცვა ბათილი არ არის, თუმცა ის დაკარგავს აღნიშნულ მადლს და ღვთიურ წყალობას. ამიტომ მორწმუნე შეძლებისდაგვარად ლოცვების ჯამაათით შესრულებას უნდა ცდილობდეს.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

01.06.2017 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol