Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

vis unda mivcet fitra

რა დროს უნდა გავიხსნათ პირი?

 
 
 

კითხვაფითრას მიცემა ხოჯაზე თუ შეიძლება და რატომ არის ფითრა 5 ლარი როცა ადრე 50 თეთრი იყო?

პასუხი: დიდება ალლაჰს! ალლაჰის ლოცვა და სალამი მის შუამავალს, მის ოჯახს, მის მეგობრებსა და მის მიმდევრებს!

ვიდრე პასუხზე გადავიდოდე აქ მინდა რამოდენიმე ჰადისის მეშველებით შევეხო ფითრას მნიშვნელობას თუ რა არის ფითრას მოწყალება. ფითრა არის მარხული ადამიანის ერთგვარი გამოსასყიდი, რომელიც მახვისას დაშვებული შეცდომებისა და ცოდვების გამოსასყიდად ვიხდით ჩვენ. როგორც ალლაჰის შუამავალი (...) გადმოგვცემს მარხვა არ არის მხოლოდ ჭამა-სმისგან თავის შეკავება, არამედ მარხვა არის ყოველი ცუდი საქციელისგან, ფუჭი და უსარგებლო სიტყვისგან თავის შეკავება. მარხული ხელით, ფეხით, ენით, გულით, ხედვით და სმენით შორს უნდა იყოს აკრძალულისა და ალლაჰისთვის მოუწონარი საქმეებისგან. მიუხედავად დიდი მცდელობისა ზოგჯერ ხდება ისე რომ მისდაუნებლიედ სძლევს ბოროტი და შესცოდებს. ასეთი შეცდომების გამოსასწორებლად და ამ ცოდვების გამოსასყიდად უზენაესმა ალლაჰმა ჩვენ გამოსავალი დაგვიწესა ფითრას მოწყალებით, რომელიც ღარიბის დაპურებას ისახავს მიზნად. ამ ყველაფერს ალლაჰის შუამავალის (...) ჰადისებში ამგვარი განმარტებით ვპოულობთ:

ვექი ბინ ჯერრაჰ (.)-ისგან გადმოცემითრამადანის მთვარეში ფითრას მოწყალება ისეთივეა, როგორც ნამაზისთვის სეჰვი სეჯდე. როგორც სეჯდეს ნამაზის ნაკლები მოჰყავს სისრულეში ისე ფითრას მოწყალებს მოჰყავს სისრულეში მარხვის ნაკლები.[1]

ალლაჰის შუამავალი (...) ბრძანებსფითრას მოწყალება მარხულს ფუჭი, უსარგებლო და ცუდი სიტყვებისგან წარმოქმნილი ცოდვისგან განწმენდს; (ამავე დროსღარიბებისთვისაც წყალობა.[2]

ალლაჰის შუამავალი (...) სხვა ჰადისებში ასე ბრძანებსფითრას მოწყალების გადამხდელ მდიდარს ალლაჰი ცოდვებისგანაც გაათავისუფლებს და ქონებასაც გაუსუფთავებს. ხოლო ღარიბს მის მიერ გაცემულ მოწყალებაზე უფრო მეტს ალლაჰი დაუბრუნებს.[3]

რაც შეეხება კითხვას თუ ვის შეიძლება მიეცეს ფითრის მოწყალება ამის შესახებ უზენაესი ალლაჰი წმინდა ყურანში ასე ბრძანებს:

إِنَّمَا الصَّدَقَاتُ لِلْفُقَرَاءِ وَالْمَسَاكِينِ وَالْعَامِلِينَ عَلَيْهَا وَالْمُؤَلَّفَةِ قُلُوبُهُمْ وَفِي الرِّقَابِ وَالْغَارِمِينَ وَفِي سَبِيلِ اللَّهِ وَابْنِ السَّبِيلِۖ فَرِيضَةً مِّنَ اللَّهِ.

უეჭველად ალლაჰისაგან სავალდებულოდ დადგინდა (ზექათი-ფითრამოწყალებანი (გაიცესმხოლოდ ღარიბების, ღატაკების, ამ საქმეზე მომსახურეთა(ისლამისაკენგულთა მიმქცევთა, მონებისა, ვალის მქონეთა, ალლაჰის გზაზე მყოფთა და გზად (შეფერხებულდაჩენილებისათვის.[4]

ეხლა თითო თითო განვიხილოთ ეს კატეგორიები:

1.  ღარიბები: ისინი ვინç შარიათის თვალსაზრისით მდიდრად არ ითვლებიან. ღარიბებად ითვლებიან ისინი ვისი ქონებაც 80.18 გრამ ოქროზე, ან 40 თავ ცხვარზე/თხაზე, ან 30 მსხვილფეხა რქოსანზე, ან 5 აქლემზე ცოტაა. ხოლო ვინც ამ ჩამოთვლილი ქონებიდან ერთ რომელიმეს ან მისი ღირებულების ქონებას ფლობს, ისინი მდიდრად ითვლებიან და ვალდებულნი არიან ზექათი გადაიხადონ.

2.  ღატაკები: ვისაც არ გააჩნიათ საკვების, სამოსელისა და სხვა ძირითადი სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე რამეების შეძენის უნარი.

3.  ზექათის შემგროვებელი მუშაკები: ამ კატეგორიის ხალხზე ზექათის ან ფითრის მოწყალების გაცემა ნებადართულია არა სიღარიბის გამო, არამედ ამ საქმით დაკავებულობის გამო და ეს მათთვის ერთგვარი ჯამაგირია, რადგანაც ისინი ხალხის სამსახურში დგანან. ზექათის შემგროვებელი მუშაკები მდიდრებიც რომ იყვნენ მათი შარომის ჯამაგირის აღება შეუძლიათ.

4.  ხალხი რომლებიც ახლოს არიან ისლამთან და შესაძლებელია მათი გულის მოგება: თუ ზექათის/ფითრას მიცემით შესაძლებელია მათი გულების ისლამზე მოლბობა ან მათი გაუვნებელყოფა, მაშინ წახალისების მიზნით მათზე ზექათის/ფითრას გაცემა დაშვებულია. ამ კატეგორიის ხალხი 7 ჯგუფად იყოფა:

) ლიდერები, რომლების გულების მოლბობა და მათი ხალხის ისლამზე გადმოსვლის იმედი არსებობს.

) ხალხი რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ ისლამისთვის და ზექათის მიცემით შესაძლებელია მათი გაუვნებელყოფა.

) ახალგამუსლიმანებულები, რომლებიც ჯერ კიდევ არ დგანან ისლამში მტკიცედ.

) პიროვნება რომელიც მუსლიმია მაგრამ ურწმუნოებთან მეგობრობს.

) სუსტი რწმენის მქონე ლიდერები.

) საზღვრისპირას მცხოვრები მუსლიმები, რომლეთაგან საზღვრსი დაცვას და ერთგულებას ველით.

) მოხალისე ზექათის შემგროვებლები, რომლებიც ისეთ კრიტიკულ ადგილებში ცხოვრობენ, სადაც ზექათის შემგროვებელი მუშაკების გაგზავნა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში ზექათით მათი წახალისება შეიძლება.

ეს ყოველი ჩამოთვლილი მუჰამმედ შუამავალის (...) დროს ამ კატეგორიაში შედიოდა და მათ ზექათი ეძლეოდათ. სწავლულთა ერთი ნაწილი უარყოფს ამ კატეგორიის ხალხზე ზექათის გაცემას, ამის მიზეზად ასეხელებენ იმ ფაქტს როდესაც ხალიფა ომარმა (..) ამ კატეგორის ხალხზე ზექათი აღარ გასცა, რადგან ისლამის სახელმწიფო უკვე საკმაოდ ძლიერი იყო. აქედან გამომსინარე სწავლუთა ერთი ნაწილი ამბობს ამ კატეგორიის ხალხზე ზექათის გაცემა ისლამის პირველ წლებში იყო საჭირო და ხალიფა ომარის შემდეგ ეს გაუქმდა; მეორე ნაწილი კი ამბობენ, რომ ეს დროისა და მუსლიმთა სიძლიერის მიხედვით შეძლება ცვალებადი იყოს.

5.  მონები: მონა ან ტყვე რომელსაც გარკვეული გამოსასყიდის გადახდის შემთხვევაში თავისუფლების პირობა აქვს აღებული.

6.  ვალში მყოფნი: ღარიბი, რომელსაც საკუთარ ქონებაზე უფრო მეტი ვალი აქვს. ასეთ შემთხვევაში ვალის მქონე ღარიბზე მოწყალების გაცემა უფრო უკეთესია ვიდრე ვალის არმქონე ღარიბზე.

7. ალლაჰის გზაზე მყოფნი: ესენი ის კატეგორიაა, რომლებმაც მიატოვეს ყველგვარი ამქვეყნიური საქმე და მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილების მოსაპოვებლად იღრწვიან. მაგალითად: მოსწავლეები რომლებიც ალლაჰის ხათრით მეცნიერებას ეუფლებიან, მებრძოლები რომლებიც ისლამისთვის დასაცავად იბრძვიან და ალლაჰის ხათრით ჰაჯზე წასული და გზად უსახსროდ დარჩენილი მგზავრები.

8. მგზავრი: მგზავრი, რომელიც სახსრების არქონის გამო გზად დარჩა და გამოუვალ მდგომარეობაშია. ასეთ შემთხვევაში მგზავრი სამშობლოში ქონების პატრონიც რომ იყოს იმდენი რაოდენობის მოწყალების მიცემა შეიძლება რითაც სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს.

ვისზეც ზექათის გაცემა შეიძლება მათთვის ფითრას მოწყალებაც გაიცემა. რადგანაც ფირაც ერთგვარი ზექათია. ასე რომ თქვენს მიერ დასმული კითხვის პასუხიც ამგვარია: თუ აღნიშნული ხოჯა ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე კატეგორიას მიეკუთვნება, რათქმაუნდა მასზე ფითრას მიცემაც შეიძლება. აქვე კარგი იქნება აღვნიშნო, რომ თუ ქვრივ-ობოლიც ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას მიეკუთვნებიან მაშინ რათქმაუნდა მათზეც გაიცემა ფითრა, თორემ მხოლოდ ობლობა ან ქვრივოდა არ არის იმის პირობა, რომ მათ ზექათი ან ფითრა მიიღონ, რადგან ქვრივ-ობოლი შესაძლოა მდიდარიც იყოს.

რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას ფითრას მოწყალების ღირებულების შესახებ. იმისათვის, რომ პსუხი უფრო გასაგები იყოს ჯერ გავერკვეთ ფითრას ღირებულებაში და შემდეგ განვიხილოთ საქართველოს მდგომარეობა.

ფითრას მოწყალება მიზნად ისახავს ერთი ფითრის ღირებულებით ერთი ღარიბის ერთი დღით გამოკვებას. რათქმაუნდა აქ ჩვენ არ ვანგარიშობთ იმას თუ რა ღირებულების საკვებს ღებულობს დღეში ღარიბი, არამედ ჩვენ ვანგარიშობთ იმ ღირებულებით თუ საშუალოდ რა ღირებულების საკვებს ღებულობს გადამხდელის ოჯახი წლის განმავლობაში. წმინდა ყურანში ფიცის გატეხის გამოსასყიდად ასე ბრძანებს უზენაესისაშუალოდ როგორც საკუთარ ოჯახს აპურებთ[5]

იმამი შაფის იჯთიჰადის მიხედვით ფითრის მოწყალების ღირებულებაც ამ აიათზე შედარებითაა და ყველამ ის ღირებულება უნდა გასცეს ფითრად, რასაც საშუალოდ თვითონ მოიხმარს ოჯახში.[6]

ალლაჰის შუამავალის (...) დროს ფითრას ხორბლის, ქერის, ქიშმიშისა და ფინიკის ხურმის სახით იხდიდნენ, რომლის წონითი რაოდენობაც დაახლოებით შემდეგი იყო:

სახეობა:               წონა:

ხორბალი              1.460 გრამი.

ქერი                  2.920 გრამი.

ქიშმიში               2.920 გრამი.

ფინიკის ხურმა        2.920 გრამი

როგორც ვხედავთ სუნნეთში მოცემულია ძირითადი საკვები პროდუქტების წონითაც და ღირებულებითაც მინიმუმს ხორბალი (1.460 გრამი) შეადგენს, ხოლო ყველაზე მაღალი ღირებულების ფინიკის ხურმაა, რომელიც წონით 2.920 გრამს შეადგენს. რაც იმას მიგვითითებს რომ ყველას შეუძლია თავისი ოჯახის ეკონომიური მდგომარეობის მიხედვით აირჩიოს ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებიდან რომელიმე ან მისი ღირებულებადა გაიღოს მოწყალებად.

როგორც უკვე ვიცით ფითრას მთავარი მიზანი ერთი ღარიბის ერთი დღის საკვების უზრუნველყოფაა. ადრე საქართველოში სამუფთოს მიერ მართლაც იყო 50 თეთრიანი ფითრა დადგენილი, შემდეგ ფასმა და ცხოვრებı სტანდარტებმა იმატა და 2 ლარი გახდა. &ნბსპ;დღეს კი ეს ღირებულება 5 ლარს შეადგენს. როგორც ვიცი დღეს ამის გამოანგარიშება ყველაზე დაბალი პურისა და ხორბლის მიხედვით ხდება. იმისათვის რომ უკეთ გასაგები იყოს ჩვენთვის დღევანდელი ფითრას ღირებულება, უნდა გავიხსენოთ თუ რა ღირდა იმ დროს პური ან სხვა კვების პროდუქტები, რა მდგომარეობაში ვიმყოფებოდით ეკონომიურად მაშინ; დღეს რა ღირს პური, ძირითადი კვების პროდუქტები და როგორი ეკონომიური მდგომარეობაა დღეს. ასევე უნდა დავუფიქრდეთ დღევანდელ პირობებში შესაძლებელა თუ არა ერთი კაცის დღიური საკვების 5 ლარად უზრუნველყოფა? ფითრა ხომ ის მოწყალებაა, რომელმაც მარხვისას ჩვენი შეცდომებბი უნდა გაწმინდოს. ჩვენი მოწყალება ალლაჰის წინაშე მისაღები, რომ იყოს ამისათვის გულწრფელობა აუცილებელია. ჩვენ თუ ამ მოწყალებას ასეთ პრობლემად და სადაო თემად ვაქცევთ მაშინ რა ფასი ექნება ამას ალლაჰის წინაშე? ამ თემაზე სპეციალურად ვამახვილებ ყურადღებას რადგან ეს ჩვენს ხალხში დიდი მითქმა-მოთქმის მიზეზია.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

რამადამადანი 2013 კონია



[1] ისლამის ფიკჰის ენციკლოპედია, პროფესö დოქტორი ვეჰბე ზუჰაილი, .3, გვ.384.

[2] ებუ დავუდ, ზექათ, 18 (1609) / იბნ მაჯე, ზექათ, 21 (1827).

[3] ებუ დავუდ, ზექათ, 20 (1619).

[4] სურა თევბე, 9/60.

[5] სურა მაიდე, 5/89.

 

[6] ალ-უმმ, იმამი შაფი, 2/59.


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol