Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

qalistvis sharvlis chacma codvaa

ქალისთვის შარვლის ჩაცმა ცოვაა?

 
 
 



კითხვა: სალამი! მაინტერესებს ქალისთვის შარვლის ჩაცმა ცოდვაა თუ არა? რას ამბობს შარიათი ამასთან დაკავშირებით?

პასუხი: სალამი!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

ქალისთვის შარვლის ღიად ჩაცმა ანუ, მოსასხამის გარეშე, რომელიც ფეხების დიდ ნაწილს არ ფარავს, ჰარამია, რადგანაც ის არ წარმოადგენს იმ ტიპის სამოსს, რაც შარიათითაა გათვალისწინებული. ხოლო ისლამის შარიათი იმას არ აკონტორლებს, თუ ვის რა აცვია მოსასხამის, ჯილბაბის, პალტოს ან სხვა გარე სამოსის შიგნით. შარიათის მიხედვით ქალს უნდა ემოსოს განიერი სამოსელი, რომელიც არ გამოკვეთავს სხეულის ნაკვეთებსა და ორგანოებს. ასევე ქსოვილი არ უნდა იყოს ძალიან თხელი, რომელიც გააშუქებს შიდა მხარეს და უნდა განსხვავდებოდეს მამაკაცის სამოსისგან. ხშირ შემთხვევაში მამაკაცის შარვალიც კი არ აკმაყოფილებს შარიათით დადგენილ ნორმებს. ვინაიდან შარვალი ზემოთ ჩამოთვლილ ნორმებს არ აკმაყოფილებს, მუსლიმი ქალისთვის მისი ჩაცმა არ შეიძლება.

აბუ ჰურეირა (რ.ა.) გადმოგვცემს:

ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ვ.) დედაკაცის სამოსელის ჩამცმელი მამაკაცი და მამაკაცის სამოსელის ჩამცმელი დედაკაცი დაწყევლა. (ბუხარი, ლიბას, 77/61; ებუ დავუდ, ლიბას 31, (4098); იბნი მაჯე, ნიქაჰ, 22 (1903); აჰმედ ბინ ჰანბელ, მუსნედ, II/435.)

აბუ ჰურეირა (რ.ა.) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:

„ჯოჯოხეთის მკვიდრთაგან ორი კატეგორია არსებობს, რომლებიც მე ჯერ არ მინახავს.

1)                 ხალხი, როლებსაც ხელთ ხარის კუდივით მათრახები უჭირავთ და ამით ადამიანებს ურტყამენ.

2)                 ჩაცმული თუმცა შიშველი ქალები, რომლებიც მამაკაცებს თავისკენ იზიდავენ, რწევით დაიარებიან და თავები აქლემის კუზს მიუგავთ. ესენი სამოთხეში ვერ შევლენ და ვერც სამოთხის სურნელებას ვერ შეიგრძნობენ. უეჭველად, სამოთხის სურნელება ამოდენა სიშორიდანაც იგრძნობაო ბრძანა.“ (მუსლიმ, 3/1655.)

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

16.05.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol