juma dges tmis shekrewa
ჯუმა დღეს თმის შეკრეჭა

კითხვა: სალამ ალეიქუმ!
ჯუმა დღეს თმის შეჭრა თუ შეიძლება?
პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ!
ვადიდებ ალლაჰს ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.
ჯუმა დღეს თმის შეკრეჭვის ამკრძალავი არაფერი არ ვიცი, მაგრამ ჯუმა დღეს ფრჩხილების მოჭრა, ბანაობა, სუფთა სამოსის ჩაცმა და კარგი სუნამოს გამოყენება სუნნეთია. თმის შეკრჭაც იგივე მიზანს ემსახურება, რასაც ზემოთ ჩამოთვლილი სუნნეთები. ამიტომ თმა თუ შესაკრეჭია ჯუმა დღეს მისი შეკრეჭვის დაშვებულობაზე კიარა სასურველობაზე უნდა ვისაუბროთ. რადგანაც მუსლიმი ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებული უნდა იყოს, ჯუმა დღეს კი განსაკუთრებით.
უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
01.12.2016 ბათუმი