Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

rtvelshi mushaoba

რთველში მუშაობა შეიძლება?

 
 
 



კითხვა: მაინტერესებს რთველში მუშაობა თუ შეიძლება? ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს მიერ დაკრეფილი ყურძნით ღვინო იწურება.

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

რთველში მონაწილეობის მიღება, რათა დახმარება გავუწიოთ ღვინის დაწურვისა და გავრცელების საქმეს, მუსლიმისთვის მიუღებელია. ჩვენ ყოველთვის ბოიკოტით უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ისეთი საქმეების, მიმართ, რაც ჩვენი რწმენის თანახმად ცუდ და უკეთურ საქმედ ითვლება და შესაბამისად მისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ. შუამავლის საჰაბე ენესი (რ.ა.) გამდმოგვცემს:

„ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ღვინის თაობაზე ათი კატეგორიის ადამიანი დაწყევლა: ვინც დაწურა ან სხვას დააწურვინა, მისი ჩამომსხმელი და დამლეველი, ვინც ეზიდება ან სხვას აზიდვინებს, ვინც ყიდის და ვინც ყიდულობს, ვინც მას გააჩუქებს და ვინც მისით მოგებულ ფულს მიირთმევს.“ (თირმიზი, ბუიუ’ 59, ჰ.ნ. 1295; იბნი მაჯე, ეშრიბე 6, ჰ.ნ. 3381. იხ. იბრაჰიმ ჯანანის ქუთუბი სიტტეს თარგმანი და განმარტება, ტ. 8, გვ. 135.)

ასევე უზენაესი ალლაჰი კეთილი საქმეების ხელის შეწყობასა და დახმარებას გვიბრძანებს, ხოლო უკეთურ საქმეებზე ხელის შეწყობას გვიკრძალავს:

„სიკეთესა და ღვთისმოსაობაში ერთმანეთს ხელი შეუწყეთ და ნუ დაეხმარებით ბოროტებასა და მტრობაში.“ (მაიდე, 5/2.)

ასევე მუსა შუამავლის (ა.ს.) სიტყვებიც საუკეთესო მაგალითია ჩვენთვის, რომელიც ცოდვილთა და რჯულის კანონების დამრღვევთა მიმართ ღვთისმოშიში ადამიანის პოზიციას ასახავს:

„მუსამ თქვა: ღმერთო ვფიცავ იმ სიკეთეებს, რაც ჩემთვის გიწყალობებია, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვიქნები ცოდვილთა მხარდამჭერი. (ყასას, 28/17.)

სარჩოსა და შემოსავლის შიში ნუ გექნებათ, ამის მომცემი უზენაესი ალლაჰია. მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგ რომ გაერთიანდეს ვერაფერს წაგართმევენ იმისგან, რაც ღმერთს მოუცია; ასევე მთელმა სამყარომ თქვენს სასარგებლოდ რომ იშრომოს, ვერაფერს შეგმატებენ იმაზე მეტს, რაც ღმერთს მოუცია. სარჩოს მბოძები უზენაესი ალლაჰია და ის ყოველთვის უხსნის გამოსავალს, ვინც გულწრფელად მიენდობა მას.

„ვისაც ალლაჰის რიდი აქვს, ალლაჰი მას გამოსავალს შეუქმნის და იქედან დააპურებს საიდანაც არ ელოდება." (ტალაყ, 65/2-3.)

ღვთის რიდსა და მისი ბრძანებების შესრულებას გირჩევთ, წარმატების მომცემი უზენაესი ალლაჰია!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

28.09.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol