gatxovii qali mshoblebis saxlshi mgzavria
გათხოვილი ქალი მშობლის სახლში მგზავრად ითვლება?

კითხვა: სალამ ალეიქუმ!
გათხოვილი ქალი როდესაც მშობლების სახლში სტუმრად მიდის, ის ისლამის მიხედვით მგზავრად ითვლება თუ არა და აქვს თუ არა იმ შეღავათებით სარგებლობის უფლება, რაც მგზავრისთვისაა გათვალისწინებული?
პასუხი: ალეიქუმ სალამ!
ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!
ისლამი მგზავრად მიიჩნევს იმ პიროვნებებს, ვინც თავის საცხოვრებელ ადგილს მიატოვებს და მინიმუმ 90 კმ. სიშორით და 15 დღემდე ხანგრძლივობით წავა. გათხოვილი ქალის საცხოვრებელი ადგილი ის ადგილია, სადაც ქმართან ერთად ცხოვრობს. აქედან გამომდინარე მისი მშობლები თუ 90 კმ. სიშორით ცხოვრობენ და მათთან 15 დღეზე მეტი ხნით დარჩენას არ აპირებს, ის იქ ყოფნისას ან ამ გზაზე მოგზაურობისას მგზავრად ითვლება. მან ოთხმუხლიანი ნამაზები ორ მუხლად უნდა შეასრულოს, ხოლო რამადანის მთვარეში შეუძლია მარხვა შეაჩეროს. თუ 15 დღეზე მეტი ხნით აპირებს დარჩენას, მაშინ მხოლოდ მგზავრობის დროს შეუძლია მგზავრისთვის გათვალისწინებული შეღავათებით ისარგებლოს და დანიშნულ ადგილზე მიღწევისთანავე მას მგზავრის სტატუსი შეუჩერდება.
დიდება ალლაჰს, რომელმაც გაგვიადვილა თავისი რჯული, რომ არყოფილიყო სირთულე მორწმუნეთათვის.
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
06.03.2017 ბათუმი